ჟოზე მოურინიო „რეალ მადრიდის” მთავარ მწვრთნელად ბრუნდება — ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი ავრცელებს.
„ბენფიკას” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი და „სამეფო კლუბი” შეთანხმებამდე მივიდნენ, ოფიციალური განცხადება კი რამდენიმე დღეში მოვა.
მოურინიო „რეალში” 2010-2013 წლებში მუშაობდა. იმ პერიოდში მან კლუბი ლა-ლიგის, ესპანეთის თასისა და სუპერთასის მფლობელი გახადა. პორტუგალიური გამოცემა Record-ის ცნობით, ვაკანტურ ადგილს ვტოვებს „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი დამრიგებელი რუბენ ამორიმი, რომელსაც „ბენფიკა” ჩაიბარებს.