ოუენი მოურინიოს „რეალში” დაბრუნებას ეჭვით ხვდება: „ბოლოს ტიტული როდის მოიგო?”
მადრიდის „რეალმა” ჟოზე მოურინიო მეორედ დანიშნა — ეჯერ 3-წლიანი ხელშეკრულებით. ამ გადაწყვეტილებას ვეტერანი ფეხბურთელი და ექსპერტი მაიკლ ოუენი სიფრთხილით შეხვდა.
„ეს ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი დანიშვნაა. მას ბოლო კლუბებში განსაკუთრებული შედეგები არ ჰქონია. ეს გამაკვირვა. სიმართლე გითხრათ, ამ გადაწყვეტილებით დიდად აღფრთოვანებული არ ვარ. ვნახოთ, რა მოხდება,” — განაცხადა ოუენმა.
ამასთან, ბრიტანელმა ექსპერტმა ობიექტურობა შეინარჩუნა: „„ბარსელონა” კარგ ფორმაშია, ამიტომ რთული ამოცანა ელის. მაგრამ საბოლოოდ ეს „რეალია” — ფანტასტიკური სტადიონი, ბევრი ფული, ძლიერი შემადგენლობა. ვერ ვიტყვი, რომ არჩევა სრულიად უაზრო იყო. თუმცა გამაკვირვა, „რეალმა” რომ მოურინიოს მეორედ ენდო.”
მოურინიო „სამეფო კლუბს” 2010–2013 წლებშიც ხელმძღვანელობდა — ლა ლიგა ერთხელ მოიგო. ამის შემდეგ გაიარა „ჩელსიში”, „მანჩესტერ იუნაიტედში”, „ტოტენჰემში”, „რომაში” და „ფენერბახჩეში” — ტრადიციული ტიტულების გარეშე.