← მთავარი
სპორტი

მოურინიო „რეალ მადრიდის” მწვრთნელად 10 ივნისს წარდგება

9 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
მოურინიო „რეალ მადრიდის” მწვრთნელად 10 ივნისს წარდგება

ჟოზე მოურინიო „რეალ მადრიდის” მწვრთნელად 10 ივნისს ოფიციალურად წარდგება — ამის შესახებ ჟურნალისტ რამონ ალვარეს დე მონმა 9 ივნისს განაცხადა. 63 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი 9 ივნისს მადრიდში ჩაფრინდა.

„ბლანკოსთან” ეს მოურინიოს მეორე ვადი იქნება — პირველად ის „სამეფო გუნდს” 2010-დან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა. „რეალიდან” წასვლის შემდეგ მოურინიო „ჩელსის”, „მანჩესტერ იუნაიტედს”, „ტოტენჰემს”, „რომას”, „ფენერბაჰჩესა” და „ბენფიკასაც” ამზადებდა.

← მთავარი