← მთავარი
მსოფლიო

როგორ ცვლის ომის მიმდინარეობას თავდასხმები მოსკოვზე და ყირიმის ბლოკადის საფრთხე?

23 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
როგორ ცვლის ომის მიმდინარეობას თავდასხმები მოსკოვზე და ყირიმის ბლოკადის საფრთხე?

ბოლო დღეებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რამდენჯერმე შეუტიეს მოსკოვს და მოსკოვის ოლქს. 16 და 18 ივნისს დრონებით დარტყმა განხორციელდა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. დაზიანდა კიდევ რამდენიმე ობიექტი, მათ შორის მსხვილი სავაჭრო ცენტრი. ზელენსკიმ ამ დარტყმებს უწოდა უკრაინის აბსოლუტურად სამართლიანი პასუხი რუსეთის მხრიდან ბოლო პერიოდში განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმებზე, მათ შორის კიევზე. ერთ-ერთ თავდასხმას მოჰყვა ხანძარი კიევ-პეჩორის ლავრაში - მაშინ ზელენსკი ამბობდა, რომ ამას უკრაინა უპასუხებდა. “პუტინს თუ არ სურს ამ ომის დასრულება, ჩვენ ჩუმად არ ვისხდებით და ამას პასუხს გავცემთ, უკრაინას არასდროს არ სურდა ომი, მაგრამ რუსებმა უნდა გაიგონ: თუ უკრაინა ცეცხლში იქნება, ცეცხლში იქნება თქვენი მოსკოვიც. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: დადგა დრო, რომ ეს აგრესია დასრულდეს, დადგა დრო, რომ ეს ომი დასრულდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამის პარალელურად კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში. ბოლო დღეებში უკრაინამ ნახევარკუნძულზე მდებარე სამხედრო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას არაერთი დარტყმა მიაყენა. შეტევების სამიზნე გახდა საწვავის საცავები, მომარაგების მარშრუტები და სტრატეგიული ობიექტები, რაც, უკრაინული მხარის განცხადებით, ყირიმის სამხედრო ლოგისტიკის შესუსტებას ისახავს მიზნად. რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. პარალელურად, ადგილობრივი მედია და ტურისტული სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ მზარდ შეშფოთებაზე, რადგან საწვავის დეფიციტმა და უსაფრთხოების რისკებმა რეგიონში ტურისტული აქტივობაც მნიშვნელოვნად შეამცირა. ექსპერტების შეფასებით, თუ უკრაინის იერიშები გაგრძელდება, ყირიმში ლოგისტიკური და ეკონომიკური პრობლემები შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს, მეტიც ნახევარკუნძულის ნაცვლად, ყირიმი შესაძლოა კუნძულად გადაიქცეს. თემის ირგვლივ თადარიგის პოლკოვნიკი, საზოგადოებრივი მოძრაობა “ფარის“ წევრი გიორგი თავდგირიძე გვესაუბრება:

← მთავარი