← მთავარი
სპორტი

მორგან როჯერსი "არსენალს" უახლოვდება

22 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
მორგან როჯერსი

“ასტონ ვილას” ნახევარმცველს მორგან როჯერსს კარიერის გაგრძელება ლონდონის “არსენალში” სურს, ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის ჟურნალისტი სემი მოკბელი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, როჯერსის დამატებით პირადად “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ინტერესდება და კლუბს ტრანსფერის განხორციელებისკენ მოუწოდებს.

“არსენალი” “ასტონ ვილასთან” მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს და არაა გამორიცხული, რომ გარიგება მუნდიალის მიმდინარეობისას შედგეს.

ტრანსფერის სავარაუდო თანხად 85 მილიონი ევრო სახელდება.

როჯერსის დამატებით “ჩელსი”  და “მანჩესტერ იუნაიტედიც” ინტერესდებოდნენ, მაგრამ თავად ფეხბურთელს არტეტას ხელმძღვანელობით თამაში სურს.თეგები:არსენალიასტონ ვილატრანსფერებიმორგან როჯერსი(0) / (0)

← მთავარი