← მთავარი
სპორტი

"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა

17 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge

“ლიონმა” ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდაErnests Gulbis04:49/17-06-2026+-საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარმა “ლიონმა”, რომელსაც კვლავ ფინანსური პრობელემები აქვს და ფეხბურთელების გაყიდვა ესაჭიროება, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 21 წლის პორტუგალიელი ვინგერი აფონსო მორეირა “ლევერკუზენში” გაასხვისა.   ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანგულმა კლუბმა “ბაიერთან” შეთანხმებას მიაღწია, სატრანსფერო თანხა კი 32 მილიონი ევრო იქნება. ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ჩავა გერმანიაში და კონტრაქტსაც გააფორმებს.    მორეირა “ლიონში” გასულ ზაფხულს “სპორტინგიდან” სულ რაღაც 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. საფრანგეთის ლიგა 1-ის 27 შეხვედრაში მან 4 გოლი გაიტანა და 7 ასისტი მიითვალა. თეგები:ლიონილევერკუზენიაფონსო მორეირა(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ

← მთავარი