← მთავარი
მსოფლიო

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში სანდუს პროევროპული პარტია 44%-ით ლიდერობს

28 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში სანდუს პროევროპული პარტია 44%-ით ლიდერობს

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში, ქვეყნის 99.95% საარჩევნო უბნების შედეგების დათვლის მიხედვით, პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია” 44.13%-ით ლიდერობს. პრორუსული „პატრიოტული საარჩევნო ბლოკი” 28.26%-ით მეორე ადგილზეა.

საზღვარგარეთ მოლდოველ ამომრჩევლებს შორის სანდუს პარტია 78%-ს ფლობს, პრორუსული ბლოკი — 5.17%-ს.

15 პარტიამ, 4 კოალიციამ და 4 დამოუკიდებელმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. ამომრჩეველი ფაქტობრივად ორ ბანაკს შორის ირჩევდა: პრეზიდენტ სანდუს პროევროპული ოპცია ერთ მხარეს, ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის პრორუსული ბლოკი — მეორე მხარეს. საბოლოო შედეგები ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმის დათვლის შემდეგ გამოქვეყნდება.

დოდონმა ხმის მიცემის დახურვისთანავე, საკუთარ მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

← მთავარი