სპორტი
მოდრიჩის ბოლო ტურნირი - ლუკა მუნდიალის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, 40 წლის ლეგენდარული ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კარიერას დაასრულებს. ვეტერანი შუახაზელი გასულ სეზონში “მილანის” რიგებში ასპარეზობდა, თუმცა კონტრაქტის გახანგლძრივებას “როსონერისთან” აღარ აპირებს. მოდრიჩი ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ სავარაუდოდ, ფეხბურთის გარეშე დიდხანს არ დარჩება, რადგან ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “რეალი” ხორვატს ხელმძღვანელობაში ერთ-ერთ წამყვან თანამდეობას შესთავაზებს და ლუკაც ამას დასთანხმდება. თეგები:რეალიმილანილუკა მოდრიჩი(1) / (0)