სამართალი
„დონეცკის სასამართლომ” ქართველ მებრძოლ ნური მითაგვარიას დაუსწრებლად 14 წელი მიუსაჯა
„დონეცკის უზენაესმა სასამართლომ” საქართველოს მოქალაქე ნური მითაგვარიას შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობისთვის დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
9 ივნისის განცხადებაში რუსეთის გენერალური პროკურატურა ამბობს, რომ 34 წლის მითაგვარია უკრაინაში 2022 წლის მარტში ჩავიდა, სამხედრო წვრთნა გაიარა, იარაღი და აღჭურვილობა მიიღო. 2026 წლის იანვრამდე იგი „ქართულ ლეგიონში” მსახურობდა, შემდეგ კი უკრაინის ეროვნული გვარდიის 128-ე ბრიგადის „სოხუმის რაზმსა” და 93-ე მექანიზებულ ბრიგადაში გადავიდა.
პროკურატურის თქმით, ანაზღაურების სახით მან 3.7 მილიონი რუბლი მიიღო.