სპორტი
მინიფეხბურთი. ევრო 2026 — საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინასთან 4:0 დამარცხდა
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრებმა ევრო 2026-ის მეოთხედფინალში მარცხი განიცადა — ბესარიონ არველაძის გუნდი უკრაინამ 4:0-ით გამოთიშა.
ეს ამავდროულად ისტორიული შედეგია: ქართველი მინიფეხბურთელები ევრო 2026-ზე პირველად მოხვდნენ კონტინენტის 8 საუკეთესო გუნდს შორის. ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრამ ფეხბურთელებს პროგრესისა და კიდევ უფრო სერიოზული მუშაობის სტიმული უნდა მისცეს.
უკრაინა ნახევარფინალში უნგრეთს შეხვდება.