“მილანი” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოლაპარაკებებს სამ სპეციალისტთან აწარმოებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, “როსონერი” არჩევანს “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ თავკაცს, ბრუნო ამორიმს, “კრისტალ პალასის” ყოფილ მთავარ მწვრთნელ ოლივერ გლასნერსა და “ალ აჰლის” თავკაცს, მატიას იასლეს შორის გააკეთებს. ცნობილია, რომ “მილანი” გლასნერს უკვე გაესაუბრა და ავსტრიელმა “როსონერის” ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა ის იტალიური კლუბისგან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას ითხოვს. “შავ-წითლებმა” სერია A-ს გასული სეზონი 70 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულეს და კლუბის ხელმძღვანელობამ მასიმილიანო ალეგრი მწვრთნელის პოსტიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა.თეგები:მილანიოლივერ გლასნერირუბენ ამორიმიმატიას იასლე(0) / (0)