“მილანმა” პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა17:25/25-06-2026+-ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „მილანმა“ პსჟ-ს თავდამსხმელ გონსალო რამუშის შესაძენად ოფიციალური წინადადებით მიმართა.
„როსონერი“ პარალელურად 25 წლის პორტუგალიელთან და მის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. რამუშით აგრეთვე რამდენიმე სხვა კლუბია დაინტერესებული.
გასულ სეზონში გონსალომ ყველა ტურნირზე 45 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხელშეკრულებით „პარი სენ ჟერმენთან“ 2028 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 30 მილიონი ევროა.თეგები:მილანიპსჟგონსალო რამუში(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ