← მთავარი
საზოგადოება

მიხაილ შვიდკოი: სტურუას "ვეფხისტყაოსნის" ნახვის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ვიზიტის ამას დავამთხვიე

18 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
მიხაილ შვიდკოი: სტურუას

ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი 14 და 15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა. 16 ივლისს “რასსისკაია გაზეტა” მის წერილს აქვეყნებს, სადაც შვიდკოი წერს, რომ რობერტ სტურუას ახალი დადგმის — “ვეფხისტყაოსნის”, ნახვის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ მისი თბილისში ვიზიტი ზუსტად ამ მოვლენას დაამთხვია. “სახელმწიფო თეატრმა თავისი 178-ე სეზონი ამ ახალი დადგმით დაასრულა”, — წერს შვიდკოი წერილში. რა მიზნით იმყოფებოდა პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოი 14 და 15 ივნისს თბილისში? პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მკითხველს უზიარებს, რომ საქართველოში გამგზავრებამდე ხელახლა წაიკითხა “ვეფხისტყაოსანი”, რომელიც “საქართველოსთვის მხოლოდ XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაწერილი პოემა არ არის, ის ეროვნული მსოფლმხედველობის საფუძველია. შვიდკოი საკმაოდ ვრცელ წერილში იხსენებს რობერტ სტურუას ბიოგრაფიას, სპექტაკლებს და აღნიშნავს, რომ 1979 წელს მოსკოვი გაოგნებული დარჩა რუსთველის თეატრის ლეგენდარული გასტროლებით “რობერტ სტურუამ, გამოჩენილი მასწავლებლისა და რეჟისორის, მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლემ, 1962 წელს დაიწყო მუშაობა რუსთველის თეატრში. ის ცნობილი გახდა არტურ მილერის “სეილემის პროცესის“ 1965 წელს დადგმის შემდეგ. მაგრამ მე მჯერა, რომ მისი და თემურ ჩხეიძის ნამდვილი პოპულარობა “სამანიშვილის დედინაცვალმა” განაპირობა. გამიმართლა, რომ მისი პრემიერა 1969 წელს ვნახე”, — წერს შვიდკოი. მისი თქმით, “ვეფხისტყაოსნის” დადგმით სტურუა “მისთვისაც კი უპრეცედენტო რისკზე მიდის”, თეატრალური წარმოდგენა პოემის ორიგინალურ ტექსტს ზედმიწევნით არ მისდევს, მაგრამ ნაწარმოების მაღალ ჰუმანისტურ მნიშვნელობას გადმოსცემს”. “საქართველოსთვის “ვეფხისტყაოსანი” უბრალოდ XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაწერილი პოემა არაა. ის ეროვნული მსოფლმხედველობის საფუძველია, რომელიც დაბადებიდან სიკვდილამდე ყველა ქართველის ცხოვრებას მოიცავს. სწორედ ამიტომ გამოიწვია სტურუას დადგმამ ცხარე დებატები თეატრის კრიტიკოსებსა და ქართულ საზოგადოებაში. სად არის რეჟისორის თავისუფლების საზღვრები, როდესაც ის პოემის ტექსტს, რომლის წაკითხვასაც 10 საათზე მეტი დრო დასჭირდებოდა, მეტაფორული ხატოვნებით გაჯერებულ წარმოდგენად აქცევს, რომელიც 90 წუთზე ნაკლებ ხანს გრძელდება? რუსთველის თეატრის ახალი დადგმა ორიგინალის სტილს მონურად არ იცავს, არამედ გადმოსცემს პოემის მაღალ ჰუმანისტურ მნიშვნელობას, მიმზიდველია იმ მაყურებლისთვის, რომელმაც იცის სამი რაინდის ხეტიალისა და გმირობის ბედნიერი დასასრული, რომლებიც თავშესაფარს პოულობენ საყვარელი დედოფლებისა და პრინცესების მკლავებში”, — წერს შვიდკოი. ვისაც სურს საქართველოს მონახულება, თუკი პრობლემა არ აქვს კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია მოინახულოს — შალვა პაპუაშვილი მიხაილ შვიდკოის ვიზიტზე

← მთავარი