რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს
ცნობილი სპორტული ჟურნალისტი სანტი აუნა წერს, რომ “ვილიარეალი” ყველა სცენარისთვის ემზადება და გიორგი მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი უკვე შეარჩია.
“ყვითელმა წყალქვეშა ნავმა” რამდენიმე დღის წინ, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონ ევრომდე ასწია, ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ ის წავა, ესპანური გუნდი მის ნაცვლად “მარსელის” 26 წლის ალჟირელ თავდამსხმელ ამინ გუირის იყიდის.
ქართველს ბოლო დროს აქტიურად ორ კლუბს “ბარსელონასა” და “ტოტენჰემს” უკავშირებენ. როგორც კატალონიელებმა, ასევე ლონდონელების წარმომადგენლებმა, უკვე დაადასტურეს, რომ ფორვარდის პოზიციაზე აუცილებლად გაძლიერდებიან და ვნახოთ, როგორ განვითარდება სატრანსფერო ფანრის ბოლო დღეებში მოვლენები.
სათქმელია ისიც, რომ გუშინ ჩვენებურის გარშემო ახალი გუნდის სახელმაც გაიჟღერა და დაიწერა, რომ “ნიუკასლი” მზადაა, ქართველის სანაცვლოდ 47 მილიონი ფუნტი გაიღოს.
თავის მხრივ, მიქაუტაძემ, ლა ლიგის პირველ ტურში გასვლაზე “რასინგთან” 2:2 დასრულებულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და ასისტიც მიითვალა.