მიქაუტაძეს გოლი და ასისტი — „ვილიარეალმა” „სევილიასთან” ორგოლიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა
ლა ლიგის XXXVI ტურში „ვილიარეალი” საკუთარ მოედანზე „სევილიასთან” 2:3 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ორივე გოლთან იყო პირდაპირ კავშირში.
მიქაუტაძემ 13-ე წუთზე ჟერარ მორენოს გოლის საგოლე პასი გასცა, შემდეგ 20-ე წუთზე თავად გაიტანა. „ვილიარეალს” ორგოლიანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ 36-ე წუთიდან „სევილიამ” სამი გოლი გაიტანა — ოსო (36), სალასი (45+2) და ადამსი (73) — და 3:2 გამარჯვება მოიპოვა.
მიქაუტაძე 70-ე წუთზე ჩაანაცვლეს; FlashScore-ის შეფასება — 7.7, WhoScored — 7.6, SofaScore — 7.3. ამ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში ქართველს 15 გოლი და 6 ასისტი ეწერება.
„ვილიარეალი” 69 ქულით ლა ლიგის მე-3 ადგილზეა; 17 მაისს „რაიო ვალეკანოს” უმასპინძლებს.
ვილიარეალი — სევილია 2:3 გოლები: 1:0 მორენო (13), 2:0 მიქაუტაძე (20), 2:1 ოსო (36), 2:2 სალასი (45+2), 2:3 ადამსი (73)