სპორტი
მიქაუტაძემ „ატლეტიკოს” გაუტანა — „ვილიარეალი” ლა ლიგის ბოლო ტურში 4:1 ამარცხებს
გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში „ატლეტიკო მადრიდს” გოლი გაუტანა. „ვილიარეალი” პირველი ტაიმის შემდეგ სახლში „ატლეტიკოს” 4:1 ამარცხებს.
ქართველი ფორვარდის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირში 44 მატჩში 16 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.