სპორტი
მიქაუტაძემ „სევილიასთან” გოლი გაიტანა და გადაცემა გაუწია — „ვილიარეალი” მაინც დამარცხდა
ლა ლიგის 36-ე ტურში „ვილიარეალი” „კერამიკაზე” „სევილიას” 2:3 დამარცხდა. გიორგი მიქაუტაძემ ორ საკვანძო ეპიზოდში გამოჩნდა — 13-ე წუთზე პასი გაუწია ჟერარ მორენოს, ხოლო 20-ე წუთზე თავადაც გოლი გაიტანა. ამის შემდეგ „ვილიარეალმა” ინიციატივა დათმო: 36-ე, 45+2-ე და 73-ე წუთებზე სამი გოლი გაუშვა.
მიქაუტაძემ 70-ე წუთამდე ითამაშა. მისი რეიტინგები: Flashscore — 7.7, WhoScored — 7.6, SofaScore — 7.3. ამ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 15 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს.
„ვილიარეალი” 69 ქულით სეზონს მესამე ადგილზე ამთავრებს. 17 მაისს გასვლაზე „რაიო ვალეკანოს” შეხვდება — ეს ბოლოსწინა ტური იქნება.