← მთავარი
სპორტი

მიქაუტაძის „ვილიარეალში” უკრაინელი კონკურენტი ჩადის — ვლადისლავ ვანატი ჟირონას ტოვებს

25 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
მიქაუტაძის „ვილიარეალში” უკრაინელი კონკურენტი ჩადის — ვლადისლავ ვანატი ჟირონას ტოვებს

24 წლის უკრაინელი თავდამსხმელი ვლადისლავ ვანატი სეგუნდაში დაქვეითებულ „ჟირონას” ტოვებს და კარიერას „ვილიარეალში” გააგრძელებს — იმ კლუბში, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს.

Dynamomania-ს ცნობით, ვანატს „ვილიარეალთან” 2030 წლამდე მოქმედი კონტრაქტი გაუფორმდება. მისი საბაზრო ღირებულება ამჟამად 15 მლნ ევროა.

გასულ სეზონში ვანატმა ყველა შეჯიბრებაში 36 მატჩი გამართა — 13 გოლი გაიტანა და 4 გოლგამომწვევი პასი გასცა.

← მთავარი