სპორტი
მიქაუტაძის 20 წუთი — „მალიორკამ” და „ვილიარეალმა” ქულები გაიყვეს”
ლა ლიგის 35-ე ტურში „ვილიარეალმა” გასვლაზე „მალიორკასთან” 1:1 ითამაშა. ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოდან ჩაერთო 70-ე წუთზე და 20 წუთი ითამაშა.
გოლები: 31-ე წუთზე აიოზე პერესმა პენალტით გახსნა ანგარიში; 45+2 წუთზე ვედათ მურიქიმ გაათანაბრა. მეორე ტაიმში ორივე გუნდს მომენტები შეექმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეიცვალა.
„ვილიარეალი” 69 ქულით ლა ლიგის მე-3 ადგილს ინარჩუნებს. შემდეგ მატჩში, 13 მაისს, „სევილიას” უმასპინძლებს.
