← მთავარი
მსოფლიო

მიჩიგანში მშობლებს 7 წლის შვილის მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი, რომელიც 115 კილოგრამს იწონიდა და გულის უკმარისობით გარდაიცვალა

27 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
მიჩიგანში მშობლებს 7 წლის შვილის მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი, რომელიც 115 კილოგრამს იწონიდა და გულის უკმარისობით გარდაიცვალა

მიჩიგანის შტატში, „წარმოუდგენელი და საშინელი უგულებელყოფის“ გამო, მშობლებს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობაში, ბავშვზე ძალადობასა და წამებაში ედებათ. 40 წლის დემიენ ო’ბრაიენისა და 41 წლის ჯესიკა ო’ბრაიენის 7 წლის შვილი, კასპერი, გულის დაავადებით გარდაიცვალა. ბავშვს სკოლაში არასდროს უვლია და ექიმთანაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი. ამის შესახებ nypost-ი წერს. გარდაცვალების მომენტში 7 წლის კასპერი სულ რაღაც 127 სანტიმეტრი სიმაღლის იყო და 115 კილოგრამს (255 ფუნტს) იწონიდა. ცნობისთვის, ამ ასაკისა და სიმაღლის ბავშვისთვის ნორმალური წონა 22-დან 33 კილომდეა. ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის მიზეზი გულის დაავადება (დილატაციური კარდიომიოპათია) და მორბიდული (პათოლოგიური) სიმსუქნე გახდა. პროკურორის განცხადებით, მამას კარგი სამსახური ჰქონდა და ოჯახს ჯანმრთელობის დაზღვევაც გააჩნდა, თუმცა ბავშვი პედიატრთან არასდროს მიუყვანიათ.  პოლიციამ სახლში, რომელიც ნივთებით გადატვირთული და უკიდურესად ანტისანიტარიული იყო (ე.წ. ნივთების პათოლოგიური დაგროვება - hoarding), კასპერის 5 წლის დაც იპოვა. პროკურორის თქმით, ეს ბავშვები სახელმწიფოსთვის საერთოდ არ არსებობდნენ - ისინი არც სკოლაში დადიოდნენ და არც სოციალურ სამსახურს ჰქონია მათზე რაიმე ინფორმაცია. „ეს არის ბავშვის სასტიკი და უკიდურესი ტანჯვა. ჩემთვის ეს არის მიზანმიმართული და ბოროტი დანაშაული, რაც მეორე ხარისხის მკვლელობას უთანაბრდება“, - აცხადებს პროკურორი დევიდ ლეიტონი. მშობლები ამჟამად გირაოს უფლების გარეშე, პატიმრობაში იმყოფებიან. სასამართლო პროცესი ივლისში გაგრძელდება.

← მთავარი