საზოგადოება
"არ მითქვამს, რომ ქართველი ვარ?! ჩემი ორივე მშობელი ქართველია!" - გეიმინგის ლეგენდა მევ დინჩი თავის ფესვებზე საუბრობს
იცოდით, რომ მსოფლიო გეიმინგ ინდუსტრიის ერთ-ერთი პიონერი, BAFTA-ს წევრი და საკულტო თამაშების (Last Ninja 2, First Samurai) შემქმნელი წარმოშობით ქართველია? მევ დინჩი (Mev Dinc) თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში Life is a Game განსაკუთრებულ ადგილს უთმობს თავის იდენტობას: “თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა მოახერხეს შეენარჩუნებინათ ტრადიციები - სიმღერა, ცეკვა, სამზარეულო… დიახ, ჩემი ორივე მშობელი ქართველია, მეტიც - მთელი ჩვენი სოფელი ქართული იყო. მე ვამაყობ ჩემი ქართველობით და ძალიან მიყვარს ჩვენი ტრადიციები და კულტურა.” ეს არის ისტორია ადამიანზე, რომელმაც ორდუს პატარა სოფლიდან ლონდონის ტექნოლოგიურ მწვერვალებამდე იარა, თუმცა არასოდეს დავიწყებია თავისი ფესვები.