საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი სინოდს ილია II-ის წმინდანად შერაცხვის გადადების წინააღმდეგ მოუწოდებს
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წასაკითხ მიმართვას ავრცელებს — ის სინოდს ითხოვს, „არ გადადოს” გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის წმინდანად შერაცხვა.
„ძვირფასო მეუფენო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, მოგმართავთ თხოვნით — არ გავდოთ ჩვენი პატრიარქის, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ის, წმინდანად შერაცხვა,” — ნათქვამია მიმართვაში.
მეუფე ნიკოლოზი მიუთითებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში არაერთი შემთხვევაა, სადაც კანონიზაცია გარდაცვალებისთანავე, ფორმალური წარდგინების გარეშეც მოხდა:
- ადრეული ეკლესიის მოწამეები
- ნიკოლოზ მირლიკიელი — კანონიზაციის ოფიციალური აქტი დღემდე არ მოიპოვება
- ანტონი დიდი — ათასობით ადამიანი სიცოცხლეშივე თაყვანს სცემდა
- საბა განწმენდილი — მოწაფეებმა გარდაცვალებისთანავე დაიწყეს ლიტურგიკული მოხსენიება
- სერაფიმე საროველი — ხალხური სიწმინდის გამოხატვა ათწლეულობით წინ უსწრებდა ოფიციალურ კანონიზაციას