← მთავარი
საზოგადოება

მეუფე საბა: პატრიარქი შიო III-ი პრეზიდენტს სინდისის პატიმრების შეწყალებაზე მიმართავს

12 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
მეუფე საბა: პატრიარქი შიო III-ი პრეზიდენტს სინდისის პატიმრების შეწყალებაზე მიმართავს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბა ინწკირველმა „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი შიო III-ი პრეზიდენტ ყაველაშვილს სინდისის პატიმრების შეწყალებაზე მიმართავს.

„მე, როგორც ერთ-ერთი მღვდელმთვარი, თანახმა ვარ, რომ პატიმრების შეწყალება მოხდეს. მამა ანდრიამ [ჯაღმაიძემ] ასევე აღნიშნა, რომ მომავალში მისი უწმინდესობა კიდევ ერთხელ აპირებს მიმართოს პრეზიდენტს შეწყალებაზე. თუმცა პასუხს ვერ ვიტყვი — ეს უკვე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა”, — განაცხადა მეუფემ.

სასულიერო პირმა ასევე ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი შერიგების საჭიროებას.

„ყველაზე დიდი პრობლემა პოლარიზაცია და ადამიანების დაყოფაა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ და შევთანხმდეთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ეკლესიის წინაშე დგას. პატრიარქს შეუძლია — მის სიტყვას ძალა აქვს — მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმაც უნდა იმუშაოს შერიგებისთვის”, — თქვა მეუფე საბამ.

შეგახსენებთ, 12 მაისს სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრება, სადაც ახალ კათოლიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტი შიო მუჯირი გამოირჩა.

← მთავარი