საზოგადოება
ბოდბელი მეუფე იაკობი: „ეკლესია არ დაუშვებს, რომ უცხოელი ვინმეს მოიყვანს და დასვამს”
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებაში განაცხადა, რომ ეკლესია „პირდაპირ” არ დაუშვებს, რომ უცხო ძალამ ქვეყანაში ვინმე მოიყვანოს და ხელისუფლებაში დასვამს.
„ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ. განათლება ყველაფერს მოგვიტანს, ეკონომიკაც გაჯანსაღდება, ყველაფერი გაჯანსაღდება. როდესაც უცხოეთი ნახავს, რომ ერთმანეთს არ ვჭამთ, სხვანაირად მოგვეპყრობიან. არავის ეგონოს, რომ უცხოელი ვინმეს მოიყვანს და დასვამს. ეკლესია არ დაუშვებს ამას, პირდაპირ გეუბნებით. მალე მოვა ის დრო, როდესაც ურთიერთობები ყველასთან დალაგდება. მთავარია, ერთმანეთთან დავალაგოთ ურთიერთობები“” — ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.