საზოგადოება
მეუფე იაკობი: ეკლესიას ისეთ საკითხებში ჩაბმას სთხოვენ, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედის
ბოდბის ეპისკოპოსი იაკობი ქადაგებაში შეეხო ეკლესიაზე გარედან მომდინარე ზეწოლას.
„ჩვენ ისეთ საკითხებში ჩაბმას გვთხოვენ, რომელიც ჩვენი საქმე არ არის,” — განაცხადა მეუფემ, კონკრეტული მოთხოვნები არ დაასახელა.
სამოციქულო კრებასთან დაკავშირებით მეუფე იაკობმა განმარტა, რომ პატრიარქ შიო III-ის ხელდასხმა ყველა ეპისკოპოსმა ღვთის ნებად მიიღო — განსხვავებული ხმის მიუხედავად. „ყველა ეპისკოპოსმა მიიღო შედეგი,” — თქვა მან.
ეპისკოპოსი გამოვიდა ეკლესიის შიდა ერთიანობის დასაცავადაც: „ჩვენი ძალა არ უნდა გავფანტოთ”.