← მთავარი
საზოგადოება

„როგორც ქრისტიანი, მხარს ვუჭერ პატიმრების შეწყალებას” — მეუფე ანანია

12 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
„როგორც ქრისტიანი, მხარს ვუჭერ პატიმრების შეწყალებას” — მეუფე ანანია

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანია ჯაფარიძე განაცხადა, რომ სინდისის პატიმრების შეწყალებას მხარს უჭერს.

„შეწყალება ერთ-ერთი სათნოებაა ღვთისა — ეს ჩვენი მოგონილი არ არის, წიგნს გადაშლი და იქ ჰპოვებ. რაც დაწერილია, ის უნდა შევასრულოთ. როგორც ქრისტიანი, მხარს ვუჭერ — ყველა პატიმარს უნდა მივხედოთ,” — განაცხადა მეუფე ანანიამ.

შიო III-ის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის შემდეგ კვლავ გამძაფრდა საუბარი სინდისის პატიმრების შეწყალებაზე. მაღალი სასულიერო პირები არ გამორიცხავენ, რომ პატრიარქი „ქართულ ოცნებასა” და პრეზიდენტ ყაველაშვილს შეწყალების რეკომენდაციით მიმართოს.

← მთავარი