ფრანგული „მეცი” საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითების მიუხედავად, ფოთის „კოლხეთიდან” გიორგი აბუაშვილის ტრანსფერის გამოსყიდვას გეგმავს. ამის შესახებ სპორტული პლატფორმა Live Foot წერს.
კლუბში 23 წლის ქართველ ფეხბურთელს სერიოზულ პერსპექტივად განიხილავენ — „მეცი” დარწმუნებულია, რომ აბუაშვილს უფრო დიდ ასპარეზზე შეუძლია გამობრწყინება.
თბილისის „დინამოს” აღზრდილი, გიორგი აბუაშვილი ადრე პორტუგალიასა და რუმინეთში ასპარეზობდა, სანამ ფოთის „კოლხეთში” გადავიდოდა. „მეცი” ქართული ფეხბურთელებისთვის ნაცნობი სახელია — კლუბში გიორგი წიტაიშვილი და გიორგი ქვილითაიაც თამაშობდნენ.