ტრაგედია თბილისის მეტროში: სამგორის სადგურზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
წუხელ თბილისის მეტრო სადგურ „სამგორში” 30 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. თვითმხილველების ცნობით, ქალი მატარებლის ვაგონში მოულოდნელად გახდა შეუძლო — ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და დაეცა.
სადგურზე სასწრაფო დახმარება ჩავიდა. ექიმები ერთ საათზე მეტი ახალგაზრდას გულის ასამუშავებლად იბრძოდნენ, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ყველა პულსის სკალას ვუყურებდით მონიტორზე, უამრავი ადამიანი ვგულშემატკივრობდით, ზოგი ლოცულობდა, ზოგი ტიროდა — ვერაფერი გამოვიდა,” — ჰყვება ტრაგედიის ერთ-ერთი მომსწრე.
თვითმხილველთა ცნობით, ახალგაზრდას თან ახლდნენ მეგობრები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ქალს რამდენიმე თვის წინ ბარიატრიული ოპერაცია ჰქონდა გადატანილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით — თვითმკვლელობამდე მიყვანა — დაიწყო.