← მთავარი
საზოგადოება

მეტროს ლიანდაგებში ადამიანი ჩავარდა - მოძრაობა შეფერხებულია

21 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
მეტროს ლიანდაგებში ადამიანი ჩავარდა - მოძრაობა შეფერხებულია

ინციდენტი მეტროსადგურ „დიდუბის” ტერიტორიაზე მოხდა.“ჯერ ისევ შეფერხებაა. მგზავრთა გადაყვანა მხოლოდ “სადგურის მოედანი”- “ვარკეთილის” მონაკვეთზე ხდება”, - გვითხრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.უწყება არ ფლობს ინფორმაციას ლიანდაგებში ჩავარდნილი მგზავრის მდგომარეობასთან დაკავშირებით. რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევას ცდილობს.[განახლება]შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ლიანდაგებში ჩავარდნილი მგზავრი ახალგაზრდა ქალია და ის შემთხვევის შედეგად - გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებიდან “ინტერპრესნიუსს” აცნობეს.არ ვრცელდება დეტალები - თუ რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ მუხლით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას, არცთუ იშვიათად, შემდგომ ეტაპზე - კვალიფიკაცია იცვლება.

← მთავარი