სპორტი
საქართველოს ს. მეტრეველის სახელობის სუპერთასი — 27 ივნისს ნახევარფინალი, 1 ივლისს ფინალი
საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები 27 ივნისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, სლავა მეტრეველის სახელს ატარებს. სუპერთასისთვის 4 წამყვანი გუნდი იბრძოლებს. ეს ის კლუბებია, რომელთაც მალე ევროტურნირზე საქართველოს პრესტიჟის დაცვაც მოუწევთ - მოქმედი ჩემპიონი თბილისის “იბერია 1999”, ვერცხლის მედლისა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი გორის “დილა”, ასევე, მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული - ქუთაისის “ტორპედო” და თბილისის “დინამო”. 27 ივნისს, ნახევარფინალში, “იბერია 1999” თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს (19:00), “დილა” კი - “ტორპედოს” (21:00). გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში (1 ივლისი) დაუპირისპირდებიან. ამავე დღეს შედგება შეხვედრა III ადგილისთვის.