← მთავარი
საზოგადოება

მესტიაში კიდევ 76 ე.წ. მაინერი ამოიღეს

15 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge · on.ge
მესტიაში კიდევ 76 ე.წ. მაინერი ამოიღეს

მესტიაში კიდევ 76 ე.წ. მაინერი ამოიღეს

        საზოგადოება • 2:40

        
            
            
            
            
            
            
            

            
            

            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            

                        


    

    
    
    
    
    
        

        

        
        
    

    

    
    



        
        
    
    
    
        
    



    
        შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 76 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყებსი ცნობით, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ჯამში ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

შსს-ს თქმით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მასალის გამოყენების პირობები



    









    სხვა სიახლეები
    
                        
                 
                
                    
                          „რუსეთი აგებს ომს და ისეთი გაძაღლებულია, აღარ იცის, რით გაამწაროს უკრაინა და ამიტომ ყველაზე დიდ სიწმინდეს დაარტყა“ - ბაია პატარაია კიევ-პეჩორის ლავრის დაბომბვაზე
                        ბაია პატარაია სოცქსელში წერს:რუსეთი აგებს ომს და ისეთი გაძაღლებულია, აღარ იცის, რით გაამწაროს უკრაინა და ამიტომ ყველაზე დიდ სიწმინდეს დაარტყა. არ ვიცი, თუ ყოფილხართ, მაგრამ კიევ-პეჩორის ლავრა მთელი ქრ...
                    

                    
                            სოცმედია
                         • 2:48
                
            
                        
                 
                
                    
                          აშშ-სა და ირანს შორის „სამშვიდობო შეთანხმება“ მიღწეულია
                        აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება დასრულებულია.  ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნავს, რომ გაიხსნება ჰორმუზის სრუტე და და აშშ მოხსნის ირანის...
                    

                    
                            მსოფლიო
                         • 2:41
                
            
                        
                 
                
                    
                          „სად არიან ღრუზინი “პატრიოტები”? აააა, “ერთმორწმუნეების” მიერ დაბომბილი არ ითვლება?! ხოოო, მაშინ ხოოო“ - ზურაბ ბატიაშვილი რუსების მიერ კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე
                        ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სოცქსელში წერს: დღეს რუსებმა კიევ-პეჩერის ისტორიული ლავრა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს.სად არიან ღრუზინი “პატრიოტები”?აააა, “ერთმორწმუნეების” მიერ დაბომბილი არ ითვლება?!...
                    

                    
                            სოცმედია
                         • 2:21
                
            
                        
                 
                
                    
                          რუსებმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბეს
                        რუსებმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბეს | ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა ავრცელებს:  "ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეზე, კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდ...
                    

                    
                            რუსეთ-უკრაინის ომი
                         • 1:39
                
            
                        
                 
                
                    
                          „ბატონო ბიძინა, თქვენ ხომ მასონების გეშინიათ, არ გიყვართ და რაც დაიბადეთ, მას მერე, უთანასწორო ბრძოლაში ხართ მასონებთან. თქვენმა პრემიერმა, თქვენ დაგაბრალათ, რომ ხართ მასონი. გროსმაისტერი დაგიძახათ“ - გუბაზ სანიკიძე
                        ყოფილი პარლამენტარი, გუბაზ სანიკიძე, “ფორმულას” ეთერში, ამბობს: კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე თქვა, ეს არის გროსმეისტერიო, ჯერ ერთი, გერმანული მაგან იცის, მე არ ვიცი და გროსმაისტერი უნდა ეთქვა. მერე თქ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 1:21
                
            
                        
                 
                
                    
                          „მდინარაძის ვერსიით ნახევარ მსოფლიოს ივანიშვილის გაგორება უნდა, თუმცა ვერ ახერხებენ იმიტომ, რომ...“ - ნინო ჯანგირაშვილი
                        ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი: მდინარაძის ვერსიით ნახევარ მსოფლიოს ივანიშვილის გაგორება უნდა, თუმცა ვერ ახერხებენ, იმიტომ რომ მაგრად დგანან მამუკა, ირაკლი, გელაგელაძე და სულხან თამაზაშვილი. კაი, ჯანდა...
                    

                    
                            სოცმედია
                         • 1:16
                
            
                


მეტის ნახვა
← მთავარი