← მთავარი
საზოგადოება

შსს-მ სვანეთში კრიპტოვალუტის მწარმოებელი 148 სპეციალური მოწყობილობა ამოიღო

13 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
შსს-მ სვანეთში კრიპტოვალუტის მწარმოებელი 148 სპეციალური მოწყობილობა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ივნისს განაცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს.სამინისტროს თქმით, სამართალდამცველებმა კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოაჩინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, „სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას“.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მანამდე, 1 ივნისს, „ქართული ოცნების“ სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სვანეთის ყველა სოფელსა და დასახლებაში ელექტროენერგიის მრიცხველები დამონტაჟდებოდა, რათა შეიზღუდოს კრიპტოვალუტის უკანონო წარმოება და ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება რეგიონში.„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მესტიაში ენერგომოხმარება სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით არაპროპორციულად მაღალია. „133 მილიონი კილოვატ/საათია მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, როდესაც მსგავს მუნიციპალიტეტებში ორნიშნა მაჩვენებელსაც კი არ შეადგენს“. კობახიძის თქმით, 20 მილიონზე მეტი ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარება ხდება მაინინგის მიზნით.გამრიცხველიანების ინიციატივას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაც (სემეკი) მიესალმა. სემეკის წევრმა, გივი სანიკიძემ, გადაწყვეტილებას „ცალსახად სწორი“ უწოდა და განაცხადა, რომ გამრიცხველიანება ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას, ქსელზე ზეწოლის შემსუბუქებას და სადისტრიბუციო კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საშუალებას მისცემს.მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაიზარდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ BMG-სთვის მიწოდებული მონაცემების თანახმად, 2025 წელს მოხმარება წინა წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და 2021 წელთან შედარებით 45%-ით მეტი იყო. მოხმარებამ 2020 წელს 91.1 მილიონი კვტ.სთ, 2021 წელს 101.5 მილიონი კვტ.სთ, 2022 წელს 121.7 მილიონი კვტ.სთ, 2023 წელს 120.2 მილიონი კვტ.სთ, 2024 წელს 124.6 მილიონი კვტ.სთ და 2025 წელს 132.9 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.2026 წლის იანვარში, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ გააფრთხილა, რომ ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც კრიპტომაინინგის უკონტროლო საქმიანობას უკავშირდება, „უკიდურესად გამწვავდა და პიკს მიაღწია“.This post is also available in:

English Tagsირაკლი კობახიძე კრიპტოვალუტა მამუკა მდინარაძე სვანეთი

Copy URL URL Copied

← მთავარი