[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
მსოფლიო ჩემპიონატზე J ჯგუფში ბოლო, მესამე ტური ჩატარდა. ალჟირისა და ავსტრიის მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა და ორივე ნაკრები ასპარეზობას მომდევნო ეტაპზე გააგრძელებს.
ალჟირი, რომელმაც ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, 3 ივლისს, პლეი-ოფში შვეიცარიას დაუპირისპირდება, ავსტრიამ 4 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში, 2 ივლისს, ესპანეთს შეხვდება.
კანზასი. „ეროუჰედი“ ალჟირი - ავსტრია 3:3 გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (28), 1:1 ბელღალი (45), 1:2 საბიცერი (55), 2:2 მაჰრეზი (60), 3:2 მაჰრეზი (90+3), 3:3 კალაიჯიჩი (90+6)
ამავე ჯგუფის გამარჯვებული არგენტინა გახდა. “ალბისელესტემ” იორდანია 3:1 დაამარცხა და 9 ქულა დააგროვა. სკალონის გაწვრთნილი გუნდი 4 ივლისს, პლეი-ოფში კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ლეო მესი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე ლაუტარო მარტინესის ნაცვლად მე-60 წუთზე გამოვიდა. მესიმ არც ეს მატჩი დაასრულა უგოლოდ – მე-80 წუთზე საჯარიმო დარტყმით ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-6 გოლი, ხოლო მუნდიალებზე მე-19 გოლი გაიტანა.
არლინგტონი. „AT&T სთედიუმი“ იორდანია - არგენტინა 1:3 გოლები: 0:1 ლო სელსო (19), 0:2 მარტინესი (31), 1:2 ტამარი (55), 1:3 მესი (80)