← მთავარი
სპორტი

[VIDEO] დიდ არს ლეო! რეკორდები, ანტირეკორდიც - არგენტინამ ავსტრიასაც მოუგო

23 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO] დიდ არს ლეო! რეკორდები, ანტირეკორდიც - არგენტინამ ავსტრიასაც მოუგო

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, J ჯგუფში არგენტინამ ავსტრია 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.

დებიუტში ლაუტარო საჯარიმოში მცველებმა წააქციეს, მესიმ კი პენალტი ვერ გამოიყენა. ლეომ პირველ ტაიმში ჩინებული კომბინაციის შედეგად მაინც გაიტანა. ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე მხოლოდ თამაშში ხელის შეშლას ცდილობდა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ავსტრია გააქტიურდა და პირველი მომენტი 55-ე წუთზე შექმნა, როდესაც საჯარიმოდან ზაბიტცერის დარტყმული ბურთი მეკარე მარტინესმა მოიგერია. მერე ლეოს კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას გონსალესმა დაასწრო, მაგრამ ოდნავ ააცილა მიზანს. ბოლოს მესიმ დუბლი შეასრულა და არგენტინამ გაიმარჯვა.

ამავე ჯგუფში 23 ივნისს ერთმანეთს იორდანია და ალჟირი დაუპირისპირდებიან.

28 ივნისს, ბოლო მესამე ტურში იორდანია არგენტინას, ალჟირი კი ავსტრიას შეხვდება.

არლინგტონი. „AT&T სთედიუმი“ არგენტინა - ავსტრია 2:0 გოლები: 1:0 მესი (38), 2:0 მესი (90+5) გამოუყენებელი პენალტი: მესი (9, არგენტინა)

← მთავარი