← მთავარი
სპორტი

"მესიმ მუნდიალზე გოლების ლიმიტი ამოწურა" - ირწმუნება განელი შამანი

3 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge

განელმა შამანმა ნანა კვაკუ ბონსამმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა:

„მე ზებუნებრივ ძალებს და წინაპრებს მივმართე, ლიონელ მესისთვის ტურნირზე მკაცრი ექვსგოლიანი ლიმიტი იყო დაწესებული, რომელიც სრულად ამოწურა. მოულოდნელ გუნდთან გადამწყვეტ მომენტში პენალტს ვერ გამოიყენებს და არგენტინა გამოვარდება. ეს უკვე გადაწყვეტილია.

მესი და არგენტინა 1/16-ფინალში კაბო-ვერდეს ბარიერს ვერ გადალახავენ. ეს მუნდიალი რონალდოსი და პორტუგალიის იქნება.

თურქეთის ჩავარდნა წარუმატებელი რიტუალის გამო მოხდა, რაც ჩვენი დიდი შეცდომა გახლდათ. სპეციალური შელოცვა მოვამზადე, რათა განას მეტოქე მსოფლიო თასზე დამესუსტებინა, მაგრამ ამ დროს ჩედმი მოსწავლე წაიქცა, რომელსაც ხელში კარტი ეჭირა და ენერგია სხვა მიმართულებით წავიდა“.

← მთავარი