გეგმა მესის შესაჩერებლად - იმუშავებს "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის შემუშავებული ტაქტიკა?
გეგმა მესის შესაჩერებლად - იმუშავებს “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელის შემუშავებული ტაქტიკა?12:56/23-06-2026+-„არსენალის“ ყოფილმა მცველმა მარტინ კიოუნმა მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის ლეო მესის შეჩერების გეგმა შეიმუშავა და talkSPORT-ს გაუმხილა.
მისი თქმით, ლეოს ფეხბურთელი უნდა მიუჩინონ, რომელიც თამაშიდან საერთოდ გამოთიშული და მხოლოდ მისი მეურვეობით იქნება დაკავებული, რათა სამოქმედოდ სივრცე შეუზღუდოს და გასაქანი არ მისცეს.
„შესაძლოა, მაშინ უკვე ყველაფერი არგენტინის ნაკრების დანარჩენ ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული. ისინი საკმარისად კარგები არიან? ამაში მთლად დარწმუნებული არ ვარ. მათ გუნდში შეცვლაზე ხულიან ალვარესი შედის. ის გამამწვავებელი შემტევია. როდრიგო დე პოლი კი იერიშებში ხშირად არ იღებს მონაწილეობას. არგენტინელი გარემარბები აგრესიულები არ არიან, დრიბლინგი არ უყვართ.
ამიტომ რატომ არ უნდა გამოიყენონ მესის წინააღმდეგ პერსონალური მეურვეობა? საინტერესოა ტურნირისას სხვა გუნდები როგორ გაუმკლავდებიან ლეოს“.თეგები:ლიონელ მესიარგენტინის ნაკრებიმარტინ კიოუნი(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ