სკალონიმ არგენტინის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა — მესი მე-6 მუნდიალზე მიდის
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ „ალბისელესტეს” 26-კაციანი შემადგენლობა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაასახელა.
MLS-ის ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო 38 წლის ლიონელ მესიმ, მაგრამ — „ცრუ განგაში” გამოდგა. მესი სიაშია, მისი მე-6 მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. ამით ის კრიშტიანო რონალდოს გვერდით ოთხგზის მუნდიალის ჩემპიონებს შორის საზიარო რეკორდს დაამყარებს.
სკალონის სიიდან გამოვარდნენ: მარკოს აკუნია („რივერ პლეიტი”), ემილიანო ბუენდია („ასტონ ვილა”), მარკოს სენესი („ბორნმუთი”).
შემადგენლობა:
მეკარეები: ხუან მუსო (ატლეტიკო, ესპ.), ხერონიმო რული (მარსელი, საფ.), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, ინგ.)
მცველები: ლეონარდო ბალერდი (მარსელი), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი), გონსალო მონტიელი (რივერ პლეიტი), ლისანდრო მარტინესი (მ. იუნაიტედი), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), ფაკუნდო მედინა (მარსელი), ნაუელ მედინა (ატლეტიკო)
ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი (ბოკა ხუნიორსი), როდრიგო დე პაული (ინტერ მაიამი), ვალენტინ ბარკო (სტრასბური), ჯოვანი ლო სელსო (ბეტისი), ესეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი), ალექსის მაკ ალისტერი (ლივერპული), ენცო ფერნანდესი (ჩელსი)
თავდამსხმელები: ხულიან ალვარესი (ატლეტიკო), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ნიკო გონსალესი (ატლეტიკო), ტიაგო ალმადა (ატლეტიკო), ჯულიანო სიმეონე (ატლეტიკო), ნიკო პასი (კომო), ხოსე მ. ლოპესი (პალმეირასი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი)