[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXIV ტური] მეშახტე 2:2 სპაერი. ფრე, რომელიც არავის აწყობდა... | Lelo.Ge
ეროვნული ლიგა. XXIV ტური
მეშახტე 2:2 სპაერი
05.09. წყალტუბო. 26 მაისი
გოლები: 1:0 სიხარულიძე (15. გაბისკირიას პასით), 2:0 ბურდული (22. გაბისკირიას პასით), 2:1 გეგიაძე (36. ცირდავას პასით), 2:2 სამხარაძე (54. ცირდავას პასით)
მეშახტე (5-4-1): შოვნაძე - გაბისკირია, ქურდაძე (68. პიმენტელი), ზოტკო (76. ტერელაძე), ლ. უგრეხელიძე, გეგია - პიროგოვი, ქანთარია, ჯიჯავაძე (60. ც. ფაცაცია), ბურდული (60. კვირკვია) - სიხარულიძე (68. გოგოლაშვილი)
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
სპაერი (3-4-3): ბ. ფუტკარაძე - კენჭაძე, ბუნტური, სამხარაძე - ჩაგუნავა (63. ჯიბრილი), ცირდავა, ცალუღელაშვილი (86. გორდეზიანი), მატენჯვა - გ. ცეცხლაძე (74. ბასილაშვილი), გეგიაძე, ლ. კოხრეიძე (86. ინჯია)
გაფრთხილება: ქურდაძე (16), კენჭაძე (90+1), პიროგოვი (90+4)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი
უაღრესად დაძაბულ, პრინციპულ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს ეროვნული ლიგის ორი აუტსაიდერი დაუპირისპირდა, “მეშახტე” ორი ბურთით უგებდა “სპაერს” და გამარჯვების შემთხვევაში, მეტოქესთან ჩამორჩენას ამცირებდა, მაგრამ იმერლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ ფრეს დასჯერდნენ - 2:2.
მთლიანობაში საბოლოო ანგარიში კანონზომიერი იყო, რადგან თუ თავიდან ტყიბულელები სჯობდნენ მეტოქეს, მერე და მერე “სპაერმა” საკუთარი თამაში იპოვა, მარწუხებს მოუჭირა და წაგებას გადაურჩა.
ეგ არის, რომ ეს ფრე მაინცდამაინც არცერთ გუნდს არ აწყობდა, მეტადრე “მეშახტეს”, რომელსაც სრული საფუძველი ჰქონდა, გამარჯვება დაეგეგმა ამ უმნიშვნელოვანეს თამაშში.
ისე კი, გუნდებმა მეტად თვალსასეირო ფეხბურთი შემოგვთავაზეს. 4 გოლი და კიდევ არაერთი საგოლე მომენტი - გულშემატკივარი ნამდვილად ვერ მოიწყენდა.