სპორტი
ალექს მერკვილაძემ 15 ქულა გაიტანა ბელგიის ლიგის ფინალის პირველ მატჩში
ბელგიის საკალათბურთო პრო ლიგის ფინალური სერია „ოსტენდეს” მარცხით დაიწყო. ალექს მერკვილაძის გუნდი სტუმრად „ანტვერპ ჯაიანთსს” დაუპირისპირდა და 83:100 წაუგო — ანტვერპელები სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 17:22 წუთი გაატარა. მართალია, ყველაზე მეტი დრო შეხვედრის ბედის გადაწყვეტის შემდეგ დაეთმო, მაგრამ მერკვილაძემ შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა — 15 ქულით გუნდის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
5-დან 3 სამქულიანი ჩამოიგდო; 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაამატა. მისი პარკეტზე ყოფნის განმავლობაში „ოსტენდემ” „ანტვერპს” მხოლოდ 5 ქულა დათმო.