სპორტი
კალათბურთი. ტრანსფერი] მერკვილაძეს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს | Lelo.Ge
ბელგიური კლუბი “ოსტენდე” საქართველოს ნაკრების ფორვარდ ალექს მერკვილაძეს დაემშვიდობა. მასთან ერთად, გუნდში ტაიტენ ანდერსონსაც დაემშვიდობნენ.
ალექს მერკვილაძემ NCAA-ში კარიერის დასრულების შემდეგ პირველი პროფესიული სეზონი ითამაშა. ის ჯერ ბერძნულ “არისში” იყო, შემდეგ კი “ოსტენდეში” გადავიდა. ბელგიურ კლუბში ქართველი ფორვარდი, რომელიც ახლა ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობს, საშუალოდ 13.1 წუთს თამაშობდა. ის საშუალოდ 4.3 ქულას, 2.7 მოხსნას და 0.9 შედეგიან გადაცემას აკეთებდა.
“ოსტენდემ” ნიდერლანდებისა და ბელგიის გაერთიანებულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. შემდეგ კი მერკვილაძის გუნდი ბელგიის პროლიგის პლეი ოფის ფინალში “ანტვერპენთან” დამარცხდა.