პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.შესაბამის ბრძანებას, რომელიც 25 ივნისიდან შევიდა ძალაში, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი. გათავისუფლების მიზეზი უცნობია.ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2025 წლის აპრილში დაინიშნა. მანამდე, 2020 წლის ივნისიდან 2025 წლის მარტში ვადის ამოწურვამდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობდა. იგი მოსამართლე 2015 წელს გახდა, მოგვიანებით კი 2018 წლიდან სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა, სანამ უმაღლეს თანამდებობაზე დაინიშნებოდა.ტურავა იმ 102 ქართველ პირს შორის იყო, რომლებიც ლიეტუვამ 2025 წლის გაზაფხულზე დაასანქცირა.