სპორტი
WADA-მ ქართველ მორაგბეებს 9 თვიდან 11 წლამდე ვადით ასჯის — შარიქაძეს ყველაზე მძიმე სასჯელი
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ ქართველ მორაგბეთა მიმართ გამოტანილი სასჯელების ვადა 9 თვიდან 11 წლამდე მერყეობს. საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს, ყველაზე მძიმე სასჯელი — 11-წლიანი დისკვალიფიკაცია — დაეკისრა.
რაგბის მმართველმა ორგანომ გამჟღავნა, თუ ვინ დასაჯა და რა ვადით:
- ლაშა ლომიძე — 9 თვე (აკრძალული მეთოდის გამოყენება, გაყალბება)
- მირიან მოდებაძე — 3 წელი (აკრძალული მეთოდის გამოყენება, გაყალბება)
- ოთარ ლაშხი — 3 წელი (აკრძალული მეთოდის გამოყენება, გაყალბება)
- ლაშა ხმალაძე — 3 წელი (აკრძალული მეთოდის გამოყენება, გაყალბება, თანამონაწილეობა)
- გიორგი ჭყოიძე — 6 წელი (აკრძალული მეთოდის გამოყენება, გაყალბება)
- ნუცა შამათავა — 9 წელი (გაყალბება, თანამონაწილეობა)
- მერაბ შარიქაძე — 11 წელი (აკრძალული მეთოდის გამოყენება, გაყალბება, თანამონაწილეობა)
შარიქაძემ პირველი კომენტარი გააკეთა: „თავიდან 6 წელი მომისაჯეს, გასაჩივრების მერე — 11.”