სპორტი
ქართველ რაგბისტ მერაბ შარიქაძეს 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილ კაპიტანს მერაბ შარიქაძეს ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის 11-წლიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„მსოფლიო რაგბისა” და WADA-ს ერთობლივი გამოძიება 2023 წელს დაიწყო. „ოპერაცია ობსიდიანი” ავლენს სისტემატურ სქემას: გუნდის ყოფილი ექიმი ნუცა შამათავა მოთამაშეებს ანტიდოპინგ-ტესტის ვადის შესახებ წინასწარ აფრთხილებდა, რის შემდეგ შარდის ნიმუშების გაცვლა ხდებოდა. გამოძიებამ ხუთი ასეთი ეპიზოდი დაადასტურა.
გარდა შარიქაძისა, სასჯელი დაეკისრა:
- გიორგი ჭყოიძეს — 6-წლიანი დისკვალიფიკაცია
- ნუცა შამათავას (ყოფილი მთავარი ექიმი) — 9-წლიანი დისკვალიფიკაცია
- ლაშა ხმალაძეს, ოთარ ლაშხს, მირიანი მოდებაძეს — 3-3-წლიანი დისკვალიფიკაცია
- ლაშა ლომიძეს — 9-თვიანი დისკვალიფიკაცია