სპორტი
სრული დომინაციით — მერაბ დვალიშვილმა ედგარი უშანსოდ დაამარცხა
ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაციის, RAF-ის ღონისძიებაზე UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი ფრენკი ედგარი სრული დომინაციით, 12:1-ით, უშანსოდ დაამარცხა.
გამარჯვების შემდეგ ქართველმა მოჭიდავემ ყოფილი მეტოქე ჰენრი სეხუდო გამოიწვია.
„მინდა, რომ ჰენრი სეხუდო გამოვიწვიო. ის წინა ღონისძიებაზე რამდენიმე საათით ადრე გაუჩინარდა, როდესაც მე მზად ვიყავი. ჰენრი, დიდი იმედი მაქვს, რომ კვერცხები გაქვს და მეჭიდავები,” — განაცხადა დვალიშვილმა.
იმავე ღონისძიებაზე გივი მაჭარაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონ კაილ სნაიდერთან 0:10-ით დამარცხდა.