[VIDEO] ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები პოლიციის კორდონის გარღვევას და ქართველ მებრძოლებთან დაპირისპირებას შეეცადნენ - ინციდენტი RAF-ის პრესკონფერენციაზე
ხვალ, 11 ივლისს, თბილისში RAF-ის (თავისუფალი სტილით ჭიდაობა) ღონისძიება უნდა გაიმართოს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს არაერთი ცნობილი სპორტსმენი სტუმრობს.
შეჯიბრების წინა დღეს ტრადიციულად პრესკონფერენცია გაიმართა, საიდანაც დაპირისპირების კადრები ჩანს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი და ერთ-ერთი დაღესტნელი სტუმარი დაუპირისპირდნენ.
როგორც სხვადასხვა სპორტული გამოცემები წერენ, დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მერაბის მიერ უმარ ნურმაგომედოვთან დაკავშირებით ნათქვამი რეპლიკა ერთ-ერთ სტუმარს არ მოეწონა და გააპროტესტა.
რიგი კავკასიელი მებრძოლები ცდილობდნენ დაცვის და პოლიციის კორდონის გარღვევას და იმ ოთახში შესვლას, სადაც ქართველი მებრძოლები იმყოფებოდნენ. კადრებში არმან ცარუკიანიც ჩანს.
ვიდეო: პრაიმ ტაიმი