← მთავარი
სპორტი

"ცარუკიანი კარგი სპორტსმენია, მაგრამ არ შემიძლია, რომ ეს არ ვთქვა" - მერაბ დვალიშვილი

26 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge

“ცარუკიანი კარგი სპორტსმენია, მაგრამ არ შემიძლია, რომ ეს არ ვთქვა” - მერაბ დვალიშვილი02:06/26-06-2026+-UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი MMA Junkie-ს პოდკასტის სტუმარი იყო და ქართველს არმან ცარუკიანის შესახებ ჰკითხეს, რომელიც მალე RAF-ის ღონისძიებაზე თბილისში ჩამოვა. მერაბმა განაცხადა, რომ მას არ მოსწონს, თუ როგორ საუბრობს ცარუკიანი ილია თოფურიაზე.

“ცარუკიანი კარგი სპორტსმენია, მაგრამ არ შემიძლია, რომ არ ვთქვა. არ მომწონს, თუ როგორ საუბრობს ის ჩემს ძმაზე, ილიაზე თოფურიაზე. ილიას მაგარი ჩხუბი ჰქონდა და შესანიშნავი ბრძოლა შემოგვთავაზა. თოფურია მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს.

მესმის, ცარუკიანს თოფურიასთან ჩხუბი ძალიან სურდა, მაგრამ ჩემი ძმის მიმართ უპატივცემულობა არავინ არ უნდა გამოიჩინოს. როგორც სპორტსმენს, ცარუკიანს პატივს ვცემ, მაგრამ არ მომწონს როგორ საუბრობს მებრძოლზე, რომელმაც ახლახან ნამდვილი ომი გამოიარა”, - განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისში RAF-ის ღონისძიება 11 ივლისს გაიმართება, სადაც მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს, ხოლო არმან ცარუკიანი კუატ ხამიტოვის წინააღმდეგ იჭიდავებს.თეგები:მერაბ დვალიშვილიარმან ცარუკიანი(1) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ

← მთავარი