საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილება გამოაცხადა.
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე შალვა ბარელაძე გადადგა. მის ნაცვლად ამ პოზიციაზე გოგა მემანიშვილი დაინიშნა.
შსს-მ ცვლილებაზე მოკლე შეტყობინება გამოაქვეყნა — გადადგომისა და დანიშვნის გარემოებებზე დამატებითი ინფორმაცია არ მიუწოდებია.