← მთავარი
სპორტი

მექვაბიშვილმა შეიძლება ლევანდოვსკისთან ერთად შეუტიოს

4 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
მექვაბიშვილმა შეიძლება ლევანდოვსკისთან ერთად შეუტიოს

საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა შეიძლება გუნდი გამოიცვალოს და კარიერა აშშ-ში გააგრძელოს, - იტყობინება რუმინული Digi Sport-ი.

გამოცემის ცნობით, მექვაბიშვილის სანაცვლოდ „ჩიკაგო ფაირმა“, რომელმაც ახლახან რობერტ ლევანდოვსკი დაიმატა, „უნივერსიტატეას“ 1.8 მილიონი ევრო (ბონუსებიანად 2.2 მილიონი) და ფეხბურთელის მომავალი ტრანსფერიდან 15% შესთავაზა.

ადრე გავრცელდა ინფორმცია, რომ მექვბიშვილით „ხეტაფეა“ დაინტერესებული, თუმცა ჯერ კრაიოვული კლუბისთვის წინადადებით არ მიუმართავს.

უცნობია ჩემპიონთა ლიგის დაწყების წინ დათანხმდება თუ არა „უნივერსიტატეა“ ქართველის გასხვისებას.

მექვაბიშვილმა გასულ სეზონში 50 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

← მთავარი