სპორტი
ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთში ჩემპიონიც გახდა და თასის მფლობელიც — და საჩემპიონო მატჩში ბრწყინვალე გოლიც გაიტანა
„უნივერსიტატეა კრაიოვამ” „უნივ. კლუჟი” 5:0 გაანადგურა და 35 წლიანი პაუზის შემდეგ რუმინეთის სუპერლიგის ჩემპიონი გახდა — მეხუთედ ისტორიაში. ამ ისტორიულ გამარჯვებაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ანზორ მექვაბიშვილს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.
59-ე წუთზე ანზორმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ანგარიში 4:0 გახადა. 65-ე წუთზე მოედანი აპლოდისმენტების თანხლებით დატოვა. სეზონში სულ 3 გოლი და 7 „ასისტი” ჰქონდა. სპეციალიზებული გამოცემების შეფასებები — Flashscore: 7.7; Sofascore: 8.0.
სიმბოლურია, რომ სეზონამდე „უნივერსიტატეამ” იმავე „კლუჟი” კუბოკის ფინალშიც დაამარცხა 11-მეტრიანების სერიაში. ასე კრაიოვამ სეზონი ორმაგი ტიტულით — ჩემპიონატი და თასი — დაასრულა.