[განახლებული. VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] მექსიკა 2:0 ეკვადორი. კინიონესის კინო "აცტეკაზე" და არამარტო... | Lelo.Ge
მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი
მექსიკა 2:0 ეკვადორი
01.07. მეხიკო. “მეხიკო სიტი სთედიუმი”. 80 824 მაყურებელი
გოლები: 1:0 კინიონესი (22. ალვარადოს პასით), 2:0 რ. ხიმენესი (31. კინიონესის პასით)
მექსიკა (4-3-3): რანხელი 7.3* - ხ. სანჩესი 7.1, მონტესი 7.3, ვასკესი 7.2, გალიარდო 6.9 - მორა 7.2 (59. გუტიერესი 6.4), ლირა 7.0, რომო 7.0 (74. ო. ვარგასი 6.3) - ალვარადო 7.5 (80. რეიესი), კინიონესი 7.8 (80. პინედა), რ. ხიმენესი 7.6 (74. ს. ხიმენესი 6.6)
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
ეკვადორი (4-4-2): გალინდესი 5.9 - ფრანკო 6.0 (46. მედინა 6.4), ორდონიესი 5.4 (46. პრესიადო 6.4), პაჩო 6.6, ინკაპიე 6.3 - იებოა 6.3 (79. ხ. კაისედო 6.6), მ. კაისედო 7.7, ვიტე 6.7, ანგულო 6.4 (79. პაესი 6.7) - პლატა 6.2, ე. ვალენსია 5.3 (59. კ. როდრიგესი 6.1)
მწვრთნელი: სებასტიან ბეკაჩეზე
გაფრთხილება: ფრანკო (45+1), პაესი (90+3), მ. კაისედო (90+9)
გაძევება: ინკაპიე (90+5)
მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ხულიან კინიონესი (მექსიკა)
არბიტრი: ს. ვინჩიჩი (სლოვენია)
-
- შეფასებები Flashscore-ის მიხედვით
ფეხბურთში მწვრთნელების როლი ძალიან დიდია, მაგრამ ეს მუნდიალი განსაკუთრებულად ამტკიცებს გუნდის პირველკაცის მნიშვნელობას. ვიცით, ხავიერ აგირე კარგი მწვრთნელია და შესანიშნავი ნაკრებიც ჰყავს. პირველ ტაიმში მექსიკამ ცუნამივით ფეხბურთი შესთავაზა ეკვადორს და როცა ორი ბურთით დაწინაურდა, მერეღა დაიწყო რაციონალურად თამაში.
ძალიან, ძალიან მრავალმხრივი გუნდია მექსიკის ნაკრები. დავამატოთ ამას გადაჭედილი, გაგიჟებული “აცტეკა” (ამ ლეგენდარულ არენას ყველა ისევ ისტორიული სახელწოდებით მოიხსენიებს) და ცხადი ხდება, რომ მერვედფინალში ინგლისს ან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
მექსიკელებს ალბათ თავადაც დაავიწყდათ, როდის დაძლიეს ბოლოს საპლეიოფო სტადია მუნდიალზე, ახლა კი ყველაფერი მათი სცენარით მიდის. მთავარი კაცი კვლავ კოლუმბიელი ხულიან კინიონესი იყო, ვინც ზოგადად მაგრად ითამაშა და გოლს საგოლე გადაცემა დაამატა.
ვინ იცის, როგორ ნანობენ ახლა კოლუმბიური ფეხბურთის მამები, ახალგაზრდული ნაკრებების შემტევს ეროვნულ გუნდში გამოძახება რომ არ აღირსეს და პროვოცირება გაუკეთეს, რომ მოქალაქეობა შეეცვალა.
ეკვადორს კი გაცილებით მეტი შეეძლო, ვიდრე გვიჩვენა. ისე ჩანდა, რომ ვარსკვლავების ერთ გუნდად შეკვრა ვერ მოხერხდა და ისიც რთული სათქმელია, რატომ ვერ მიიღო მეტი ნდობა “ჩელსის” ხელდასმულმა ახალგაზრდა ვარსკვლავმა, კენდრი პაესმა.
ფაქტები
1986 წლის შემდეგ მექსიკის ნაკრებს არასოდეს მოუგია საპლეიოფო მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე. ნავსი ეკვადორთან შეხვედრაში გატყდა. ის მუნდიალიც საშინაო იყო მექსიკელებისთვის.
ეკვადორის ნაკრებმა მუნდიალის პლეი-ოფში პირველად 2006 წელს, გერმანიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა და მერვედფინალში ინგლისთან 0:1 დამარცხდა.
მექსიკისა და ეკვადორის ნაკრებები ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. 2002 წელს, ჯგუფურ ეტაპზე, მექსიკელებმა 2:1 მოიგეს.